logo_geo
უკრაინაში კორონავირუსის 15 331 შემთხვევა გამოვლინდა
- +

26 ნოემბერი. 2020. 12:21

 

უკრაინაში კოვიდ-ინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა.

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 15 331 ადამიანს დაუდასტურდა, 225 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 677 189 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 11 717 პაციენტი ემსხვერპლა, 317 395 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი