logo_geo
„ფანტასტიკურ ცხოველებში“ ჯონი დეპს მადს მიკელსენი ჩაანაცვლებს
- +

26 ნოემბერი. 2020. 13:59

 

„ფანტასტიკური ცხოველების“ მესამე ნაწილში ჯადოქარ გელერტ გრინ-დე-ვალდის როლს ჯონი დეპის ნაცვლად მადს მიკელსენი ითამაშებს. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, დეპმა პროექტი 6 ნოემბერს, ტაბლოიდთან The Sun სასამართლოს წაგებიდან რამდენიმე დღის შემდეგ დატოვა. მსახიობმა გამოცემა სიცრუეში დაადანაშაულა სტატიის გამო, რომელშიც მტკიცებით ფორმაში იყო ნახსენები, რომ დეპი თავის ყოფილ ცოლს, ემბერ ჰერდს სცემდა. სასამართლომ მსახიობის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

 

დეპის თქმით, მან როლზე უარი სტუდია „Warner Bros“-ის თხოვნით თქვა. იმის მიუხედავად, რომ მსახიობმა ფილმის მხოლოდ 1 სცენაში მოასწრო გადაღება, სტუდია მას სრულ ჰონორარს გადაუხდის.

 

„ფანტასტიკური ცხოველები 3“-ის პრემიერმა 2022 წლის 15 ივლისისთვის არის დაგეგმილი.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი