logo_geo
პანდემიის გამო „Disney“ 32 ათას თანამშრომელს ათავისუფლებს
- +

26 ნოემბერი. 2020. 14:08

 

2021 წლის პირველ ნახევარში კომპანია „Disney“ 32 ათასი თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს. ამის შესახებ Reuters წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, შემცირება ძირითადად აშშ-სა და სხვა ქვეყნებში დისნეილენდებსა და თემატურ პარკებში დასაქმებულებს შეეხება.

 

ამ გეგმების შესახებ კომპანიაში ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადეს, თუმცა მაშინ საუბარი მხოლოდ 28 ათას სამუშაო ადგილზე იყო. ამასთან, „Disney“-ს 37 ათასი თანამშრომელი იძულებით შვებულებაში იმყოფება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი