logo_geo
„ნაპოლის“ სტადიონს მარადონას სახელი დაერქმევა
- +

26 ნოემბერი. 2020. 21:51

 

 

ლეგენდარული დიეგო მარადონას გარდაცვალების შემდეგ ნეაპოლის მერი ადგილობრივი კლუბის საშინაო სტადიონის სახელის შეცვლის იდეით გამოვიდა. მოგვიანებით „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ კლუბი ამ ინიციატივას განიხილავს.

„ნაპოლის“  შემადგენლობაში მარადონა 1984-91 წლებში თამაშობდა და იტალიურ კლუბთან ერთად 2 სერია A, იტალიის თასი, უეფა თასი და იტალიის სუპერთასი მოიგო.

 

დიეგო მარადონა გულის შეტევით 25 ნოემბერს გარდაიცვალა. ამის გამო, არგენტინის მთავრობამ ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი