სომხეთის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა. სომხური მედიის ინფორმაციით, საომარი მოქმედებების გაუქმებას მხარი 37-მა დეპუტატმა დაუჭირა, 65 დეპუტატი არ დაეთანხმა, ორმა კი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.
პარლამენტში საომარი მდგომარეობის გაუქმების ინიციატივა ოპოზიციურმა პარტიებმა წარადგინეს. სომხეთში საომარი მდგომარეობა სექტემბრის ბოლოდან მოქმედებს.