logo_geo
გერმანიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა
- +

27 ნოემბერი. 2020. 10:26

 

 

გერმანიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტი ავრცელებს.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსი კიდევ 22 806 ადამიანს დაუდგინეს.

 

ბოლო დღე-ღამეში გერმანიაში ვირუსით ინფიცირებული 426 პაციენტი გარდაიცვალა. საერთო ჯამში კოვიდ-ინფექციით გამოწვეულ დაავადებას გერმანიაში 15 586 მოქალაქე ემსხვერპლა.

 

გერმანიაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსისგან განიკურნა 670 000-ზე მეტი ინფიცირებული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი