logo_geo
ჩრდილოკორეელმა ჰაკერებმა ვაქცინის მოპარვა სცადეს
- +

27 ნოემბერი. 2020. 12:10

 

 

სამხრეთ კორეის ხელისუფლების თქმით, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების სასარგებლოდ მომუშავე ჰაკერებმა სამხრეთის სისტემაში შეღწევა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებული მონაცემების მოპარვა სცადეს. ინფორმაციასGuardianავრცელებს.

 

სეულში აცხადებენ, რომ დაზვერვის სამსახურმა მოიპოვა ინფორმაცია ჰაკერული შეტევის შესახებ და ის დროულად აღკვეთა. ოფიციალურ პირებს არ დაუსახელებიათ კომპანიები, რომლებზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა.

 

სეულში ეს ინფორმაცია მას შემდეგ გაკეთდა, რაც კომპანია „Microsoft“-მა განაცხადა, რომ რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებისთვის მომუშავე ჰაკერების სამმა ჯგუფმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მომუშავე წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებზე შეტევა სცადა.

 

სამხრეთკორეული საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებისთვის დაახლოებით 6000 ჰაკერი მუშაობს, რომელთა უმეტესობა რუსეთში და ჩინეთში იმყოფება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი