logo_geo
სვეტლანა ტიხანოვსკაია ჯო ბაიდენთან შეხვედრას უახლოეს მომავალში გეგმავს
- +

27 ნოემბერი. 2020. 13:16

 

 

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ჯო ბაიდენთან შეხვედრას უახლოეს მომავალში გეგმავს.

 

ამის შესახებ ტიხანოვსკაიამ ტელეარხ „ბელსატთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ჩვენ ჯო ბაიდენთან შეხვედრას ვგეგმავთ. ამ შეხვედრის მოწვევა უკვე გვაქვს“,- განაცხადა ტიხანოვსკაიამ.

 

როგორც ადგილობრივი მედია წერს, თეთრ სახლში დაგეგმილი შეხვედრის თაობაზე ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებენ.

 

სვეტლანა ტიხანოვსკაია უკვე შეხვდა მსოფლიოს რამდენიმე ლიდერს, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, სლოვაკეთის პრეზიდენტ ზუზანა ჩაპუტოვას და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი