ირანელი ფიზიკოსი, მოჰსენ ფახრიზადე, რომელიც ირანის ბირთვული იარაღის პროექტის ხელმძღვანელად მიიჩნევა, თეირანის მახლობლად მოკლეს. ამის შესახებ ირანული მედია იუწყება.
მოსენ ფახრიზადე და მისი პირადი მცველი მაშინ დაშავდანენ, როცა მეცნიერის მანქანას თავს დაესხნენ. ფახრიზადე საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.