„ბაიდენი თეთრ სახლში პრეზიდენტის რანგში შესვლას მხოლოდ მაშინ შეძლებს, როდესაც დაამტკიცებს, რომ „80 მილიონი ხმა“ თაღლითურად ან უკანონოდ არ მიიღო“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ტვიტერზე“ წერს.
როდესაც ხედავ, თუ რა მოხდა დეტროიტში, ატლანტაში, ფილადელფიასა და მილუოკიში, სადაც მასიური თაღლითობა დაფიქსირდა, ბაიდენს დიდი გადაუჭრელი ამოცანა აქვს!“ - დასძენს ტრამპი.
ამერიკული მედიის პროგნოზით, 3 ნოემბრის არჩევნები აშშ-ში ჯო ბაიდენმა მოიგო. მას ახლა კოლეგიაში 306 ხმა აქვს, რაც ხმების საჭირო რაოდენობას (270) აღემატება.