logo_geo
გერმანელი ეპიდემიოლოგი: კორონავირუსმა იტალიაში მუტაცია განიცადა
- +

28 ნოემბერი. 2020. 11:26

 

 

“კორონავირუსის შტამმა, რომელიც დღეს მსოფლიოში ვრცელდება, მუტაცია იტალიაში განიცადა”, - ამის შესახებ გერმანელმა ეპიდემიოლოგმა ალექსანდრ კეკულემ განაცხადა.

 

მისი მტკიცებით, კორონავირუსის გამომწვევი ვირუსი, SARS-CoV-2 ჩინეთის ქალაქ უხანში გაჩნდა, თუმცა პანდემიისთვის სასტარტო გასროლა არა ჩინეთში, არამედ ჩრდილოეთ იტალიაში განხორციელდა. კოვიდპაციენტთა 99% დღეს სწორედ იმ შტამით არის ინფიცირებული, რომელმაც მუტაცია იტალიაში განიცადა.

 

კეკულეს მტკიცებით, ვირუსი იტალიაში რამდენიმე კვირის განმავლობაში შეუფერხებლად ვრცელდებოდა, რამაც მას მუტაციის საშუალება მისცა. ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ვირუსს თავიდან სერიოზულად არ აღიქვამდნენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი