logo_geo
იაპონიაში კოვიდ-ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
- +

29 ნოემბერი. 2020. 11:20

 

 

იაპონიაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

იაპონიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 688 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 32 ინფიცირებული გარდაიცვალა.

 

ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე იაპონიაში კორონავირუსის 145 365 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2 119 ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი