logo_geo
უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 12 978 ადამიანს დაუდასტურდა
- +

29 ნოემბერი. 2020. 11:21

 

 

უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 12 978 ადამიანს დაუდასტურდა.

 

შესაბამის მონაცემებს უკრაინული მედია ჯანდაცვის მინისტრ მაქსიმ სტეპანოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში გარდაიცვალა 120 ინფიცირებული და გამოჯანმრთელდა 4 243 პაციენტი.

 

ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილ ინფიცირებულებს შორის 699 ბავშვი და 408 მედიკოსია.

 

პანდემიის დაწყებიდან, უკრაინაში სულ გამოვლინდა „კოვიდ-19“-ის 722 679 შემთხვევა, მათგან 371 088 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 213 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი