logo_geo
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1 174 ადამიანს დაუდასტურდა
- +

29 ნოემბერი. 2020. 11:58

 

 

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1 174 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 21 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ სამი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

 

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 885 პაციენტი.

 

ინფორმაციას გამოცემა „ნიუს ამი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

29 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 134 768 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 107 364 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 2 142 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 538 კოვიდ-ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი