logo_geo
რუსეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 26 683 შემთხვევა დადასტურდა
- +

29 ნოემბერი. 2020. 12:11

 

 

რუსეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 26 683 შემთხვევა დადასტურდა.

 

შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

ინფიცირების მხრივ კვლავ ლიდერობს ქვეყნის დედაქალაქი - მოსკოვში 6 798 კოვიდ-პაციენტი გამოვლინდა, სანკტ-პეტერბურგში კი 3 701.

 

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში გარდაიცვალა 459 ინფიცირებული.

 

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 29 ნოემბრის მონაცემებით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 2,2 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მილიონ 760 ათასს აჭარბებს, 39 527 პაციენტი კი გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი