logo_geo
აშშ-ში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 155 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

29 ნოემბერი. 2020. 12:27

 

 

აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 155 596 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 1 189 ადამიანი გარდაიცვალა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია დაინფიცირების 13 244 417 შემთხვევა, მათ შორის 266 047 პაციენტი გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი