logo_geo
აზერბაიჯანში COVID-19-ის 4 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

29 ნოემბერი. 2020. 14:50

 

 

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 4 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 118 195-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

 

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 1 361 ადამიანი.

 

გამოჯანმრთელდა 73 676 პაციენტი, ხოლო 43 158 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

 

ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 1 718 235 ტესტი ჩატარდა.

 

 

big_banner
არქივი