logo_geo
აბუ-დაბიში ოთხი ცათამბჯენი ააფეთქეს
- +

30 ნოემბერი. 2020. 11:44

 

აბუ-დაბიში, „Meena Plaza Tower“-ის კომპლექსის ოთხი ცათამბჯენი ააფეთქეს. მიზეზი რაიონის განვითარების პროგრამაა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „Khaleej Times“ ავრცელებს.

 

შენობების საერთო სიმაღლე 144 სართულია. დანგრევას 10 წამი დასჭირდა. ამრიგად, კომპანია „Modern Properties“-მა, რომელმაც ეს პროექტი განახორციელა, გინესის ახალი რეკორდი მოხსნა. ეს ცათამბჯენები ყველაზე მაღალი შენობები აღმოჩნდა, რომლებიც ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებით დაანგრიეს.

 

ცათამბჯენების ნაცვლად პორტამდე გზის მშენებლობაა დაგეგმილი. თავად შენობებს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ იყენებდნენ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი