logo_geo
ნიგერიაში ფერმერებზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა
- +

30 ნოემბერი. 2020. 12:09

 

„ნიგერიაში ფერმერებზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ გაერო-ს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ფერმერებზე თავდასხმა შაბათს ბორნოს შტატის რამდენიმე სოფელში მოხდა. მედიის ინფორმაციით, ადამიანებს, რომლებიც ბრინჯის ყანებში მუშაობდნენ, შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს, ნაწილი დახოცეს, ნაწილი კი - გაიტაცეს. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია 43 დაღუპულის შესახებ.

 

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნულ შტატში „ბოკო ჰარამსა“ და „ისლამური სახელმწიფოს დასავლეთ აფრიკის პროვინციის" დაჯგუფებს არაერთი თავდასხმა განუხორციელებიათ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი