logo_geo
ბოლო 24 საათში უკრაინაში კორონავირუსით 9 946 ადამიანი დაინფიცირდა
- +

30 ნოემბერი. 2020. 12:11

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 9 946 ადამიანს დაუდასტურდა, 114 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 732 625 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 12 327 პაციენტი ემსხვერპლა, 387 476 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი