ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 9 946 ადამიანს დაუდასტურდა, 114 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 732 625 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 12 327 პაციენტი ემსხვერპლა, 387 476 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.