logo_geo
ირანული მედია: ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი სპეციალისტი ისრაელის წარმოების იარაღით მოკლეს
- +

30 ნოემბერი. 2020. 12:40

 

 

„ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი სპეციალისტი, მოჰსენ ფახრიზადე ისრაელის წარმოების იარაღით მოკლეს“, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია საგამოძიებო მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ირანული მედია წერს, რომ მკვლელობის ადგილას აღმოჩენილ იარაღის ნარჩენებზე ისრაელის სამხედრო ინდუსტრიის ლოგოა დატანილი.

 

ირანის საგარეო საქმეთა სტრატეგიული საბჭოს ხელმძღვანელი კამალ ხარაზი აცხადებს, რომ მეცნიერის მკვლელებს ქვეყანა კატეგორიულ პასუხს გასცემს.

 

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის, გენერალ ჰოსეინ სალამის თქმით, ქვეყნის დღის წესრიგში მეცნიერის მკვლელების წინააღმდეგ სასტიკი შურისძიება დგას.

 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობაში ისრაელი დაადანაშაულა. ირანელი მეცნიერი თეირანის მახლობლად 27 ნოემბერს მოკლეს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი