logo_geo
ჟაირ ბოლსონარო: აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ფალსიფიცირების უამრავი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

30 ნოემბერი. 2020. 12:41

 

 

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარომ განაცხადა, რომ მას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ფალსიფიცირების შემთხვევების შესახებ ინფორმაცია აქვს.

 

„მედია ამის შესახებ არ საუბრობს, თუმცა, ჩემი წყაროები მაქვს, მათ არ დავასახელებ. მართლაც ჰქონდა ადგილი ფალსიფიცირების უამრავ შემთხვევას“, - განაცხადა ჟაირ ბოლსონარომ.

 

ბრაზილიის პრეზიდენტის თქმით, ამ ეტაპზე ის ვერაფერს იტყვის იმის თაობაზე, თუ რამდენად გადამწყვეტი იყო აღნიშნული ფალსიფიცირება საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის გამოვლინებისთვის.

 

ბრაზილიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მილოცვას ჯერ არ აპირებს, რადგან არ გამორიცხავს, რომ არჩევნების საბოლოო შედეგი აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტოს.

 

ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარო ღიად უჭერს მხარს დონალდ ტრამპს. ბრაზილიურ და ამერიკულ მედიაში მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ტროპიკულ ტრამპს“.

 

რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.

 

ამერიკული მედიის პროგნოზით, 3 ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. მას საარჩევნო კოლეგიის წევრთა 306 ხმა აქვს, რაც ხმების საჭირო რაოდენობას (270) აღე

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი