logo_geo
რუსეთში კორონავირუსის 26 338 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

30 ნოემბერი. 2020. 12:46

 

 

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 26 338 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში საერთო ჯამში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსის 2 295 654 შემთხვევაა რეგისტრირებული.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 368 ინფიცირებული და მათი რაოდენობა სულ 39 895-ს შეადგენს.

 

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, რუსეთში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 778 704 ადამიანი.

 

რუსეთი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში, აშშ-ის, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი