logo_geo
საფრანგეთის სასამართლო: მთავრობის მიერ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვა რელიგიური მსახურების თავისუფლებას არღვევს
- +

30 ნოემბერი. 2020. 15:16

 

 

საფრანგეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ უკანონოდ გამოაცხადა შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, რელიგიურ ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობა 30 ადამიანს არ უნდა აჭარბებდეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ რელიგიურ ღონისძიებებზე დამსწრეთა საერთო რაოდენობის 30 პროცენტზე მეტის შეზღუდვა დაუშვებელია და სხვა შემთხვევაში, ეს რეგულაცია რელიგიური მსახურების თავისუფლებას არღვევს.

 

ამასთან, მონაწილეთა საერთო რაოდენობა უნდა განისაზღვროს შენობის ფართობის მიხედვით.

 

სასამართლომ საფრანგეთის მთავრობას სამდღიანი ვადა მისცა, რათა შესაბამისი რეგულაცია შეცვალოს.

 

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში 28 ნოემბრიდან კარანტინის რეჟიმი ნაწილობრივ შეამსუბუქეს და რელიგიურ ღონისძიებებზე მაქსიმუმ 30 მორწმუნის მისვლა დაუშვეს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი