logo_geo
სომხური მედია: მთიან ყარაბაღში 55 000 მოქალაქე დაბრუნდა
- +

30 ნოემბერი. 2020. 15:35

 

„მთიანი ყარაბაღის 55 000-ზე მეტი მცხოვრები თავიანთ სახლებს დაუბრუნდა“, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ე.წ. მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და განვითარების მინისტრმა ჟირაირ მირზოიანმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, აღნიშნული 55 000-მდე პირიდან 23 000-ზე მეტი მოქალაქე ყარაბაღამდე რუსმა სამშვიდობოებმა გააცილეს, დანარჩენები კი თავად დაბრუნდნენ.

 

რაც შეეხება დაბრუნებული მოქალაქეების საცხოვრებლებით უზრუნველყოფის თემას, მირზოიანმა განაცხადა, რომ ამჟამად სტეფანაკერტში ყველა სასტუმრო და სხვა შენობა სავსეა. იმ მოქალაქეებისთვის კი, რომლებიც იძულებულები გახდნენ, ის ტერიტორიები დაეტოვებინათ, რომლებიც აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა, ე.წ. მთავრობა სოფლის სახლებს ქირაობს. გარდა ამისა, მისი განმარტებით, დაბომბილი სტეფანაკერტის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი