logo_geo
მედიის ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლება კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი მატების გამო უქმეებზე კარანტინის გამკაცრებას გეგმავს
- +

30 ნოემბერი. 2020. 16:30

 

 

თურქეთის ხელისუფლება „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი მატების გამო უქმეებზე კარანტინის გამკაცრებას გეგმავს. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

 

„გარდიანი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დღეს დაგეგმილ მთავრობის სხდომაზე სწორედ ეს საკითხია განხილვის მთავარი თემა.

 

წყაროს ინფორმაციით, პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში 17 ნოემბერს დაწესებული შეზღუდვები საკმარისი არ არის.

 

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე თურქეთში „კოვიდ-19“-ის 607 628 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 13 557 ადამიანი.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი