logo_geo
აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 981 ახალი შემთხვევა დადასტურდა
- +

30 ნოემბერი. 2020. 17:55

 

 

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 981 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 121 176-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მათივე განცხადებით, ვირუსს ქვეყანაში კიდევ 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 1 392-ს მიაღწია.

 

ქვეყანაში კოვიდ-19-სგან დღემდე 74 902 პაციენტი განიკურნა, ამჟამად კი 44 882 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი