logo_geo
დონალდ ტრამპი: იმ 74 მილიონი ადამიანისთვის ვიბრძვი, ვინც ხმა მომცა
- +

30 ნოემბერი. 2020. 19:01

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმ 74 მილიონი ამერიკელისთვის იბრძვის, ვინც მას არჩევნებში ხმა მისცა.

 

„ჩემთვის არ ვიბრძვი, იმ 74 მილიონი ადამიანისთვის ვიბრძვი, ვინც ხმა მომცა. მოქმედი პრეზიდენტისთვის ეს რეკორდული მაჩვენებელია“, - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“.

 

რამდენიმე გადამწყვეტ შტატში, არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს.

 

ამერიკული მედიის პროგნოზით, 3 ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. მას საარჩევნო კოლეგიის წევრთა 306 ხმა აქვს, რაც ხმების საჭირო რაოდენობას (270) აღემატება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი