logo_geo
ტედროს გებრეიესუსი: მოერიდეთ ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრებს
- +

30 ნოემბერი. 2020. 22:23

 

„მოერიდეთ ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრებს, ისარგებლეთ ონლაინ შოპინგით, თუ ეს შესაძლებელია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ პირველად სექტემბრის შემდეგ,  სოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდა.

 

„გასულ კვირას, პირველად  მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვის შემცირება დაფიქსირდა. ეს განპირობებულია ევროპაში შემთხვევების კლებით, რაც საჭირო ზომების დაწესების შედეგად გახდა შესაძლებელი, - განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

 

big_banner
არქივი