თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, ქვეყანაში კომენდანტის საათი ამოქმედდება.
მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შემზღუდველი რეჟიმი მიმდინარე კვირის პარასკევამდე საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე იმოქმედებს, ასევე პარასკევს საღამოს 21:00 საათიდან ორშაბათს დილის 05:00 საათამდე.
ერდოღანის თქმით, ახალი შეზღუდვები ძალაში სამშაბათს შევა.