logo_geo
თურქეთის ხელისუფლებამ „კომენდანტის საათი“ დააწესა
- +

1 დეკემბერი. 2020. 00:59

 

 

თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, ქვეყანაში კომენდანტის საათი ამოქმედდება.

 

 

მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შემზღუდველი რეჟიმი მიმდინარე კვირის პარასკევამდე საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე იმოქმედებს, ასევე პარასკევს საღამოს 21:00 საათიდან ორშაბათს დილის 05:00 საათამდე.

 

 

ერდოღანის თქმით, ახალი შეზღუდვები ძალაში სამშაბათს  შევა.

 

 

 

big_banner
არქივი