logo_geo
ნეაპოლში მარადონას ნივთების მუზეუმი გაიხსნა
- +

1 დეკემბერი. 2020. 11:08

 

 

დიეგო მარადონას მეგობარმა ნეაპოლში გარდაცვლილი ფეხბურთელის ნივთების მუზეუმი გახსნა.

 

მასიმო ვინიატიმ დიდი რაოდენობით მაისურები შეაგროვა. სპორტის ლეგენდა ამ ნივთებს მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ატარებდა.

 

ექსპონატებს შორისაა ასევე ბურთები, ფეხსაცმელი, ბანერები და პორტრეტები.

 

მსოფლიო სპორტის ლეგენდა, არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი დიეგო მარადონა 25 ნოემბერს გულის შეტევით, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი