logo_geo
გერმანიაში კორონავირუსის 13 604 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

1 დეკემბერი. 2020. 11:40

 

 

„გერმანიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 604 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 067 473-მდე გაიზარდა“, - შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

 

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 388 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 16 636-ს მიაღწია.

 

შეგახსენებთ, გერმანიაში ე.წ. „მსუბუქი ლოქდაუნი“ ნოემბრის დასაწყისში დაწესდა, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში დაიკეტა ბარები და რესტორნები, თუმცა სკოლები და მაღაზიები ჯერჯერობით ღია რჩება. რამდენიმე დღის წინ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ქვეყნის რეგიონების ლიდერები შეზღუდვების მინიმუმ 20 დეკემბრამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი