logo_geo
აშშ-ში კორონავირუსის 157 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

1 დეკემბერი. 2020. 13:29

 

 

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 157 901 შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამის მონაცემებს ტელეკომპანია „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ამავე მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 1 172 ინფიცირებული გარდაიცვალა.

 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 13,5 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა სულ 268 045 ადამიანი.

 

აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა „კოვიდ-19“-ის შემთხვევებისა და გარდაცვალების რაოდენობის მიხედვით.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი