logo_geo
ენტონი ფაუჩი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტრადიციული სადღესასწაულო შეკრებები ვირუსის გავრცელებისთვის იდეალური გარემოა
- +

1 დეკემბერი. 2020. 14:15

 

 

აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტრადიციული სადღესასწაულო შეკრებები ვირუსის გავრცელებისთვის იდეალური გარემოა. ამის შესახებ სოციალური ქსელ „ფეისბუქის“ დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგთან საუბრისას აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

 

როგორც ენტონი ფაუჩიმ აღნიშნა, მას ესმის, რომ ადამიანებისთვის რთული იქნება დღესასწაულებზე ახლობლებსგან განცალკევებით ყოფნა, „თუმცა ვფიქრობ, ამჟამად საჭიროა, რომ ცოტა განსხვავებულად მოვიქცეთ“.

 

„სამწუხაროდ, ეს ჩანს როგორც შობის, ახალი წლის, ჰანუქას საწინააღმდეგო, რადგან ამ დროს გინდა მეგობრები, სითბო, ბუხარი, ერთად შეკრება. სამწუხაროდ, ეს არის იდეალური გარემო, რომ უსიმპტომო ადამიანებმა უნებლიეთ დააინფიცირონ ვინმე“, – აღნიშნა ფაუჩიმ.

 

ამერიკელმა ინფექციონისტმა ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, გაუფრთხილდნენ იმ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, რომლებიც რისკ-ჯგუფებს წარმოადგენენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი