logo_geo
არგენტინაში აპირებენ გამოსცენ კუპიურა მარადონას გამოსახულებით
- +

1 დეკემბერი. 2020. 15:26

 

 

არგენტინაში შეიქმნა პეტიცია იმ მიზნით, რომ მიმოქცევაში ჩაეშვას ფულის ახალი ბანკნოტები დიეგო მარადონას გამოსახულებით.

 

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

 

ამ მომენტისთვის, არგენტინაში ყველაზე დაბალი ნომინალის კუპიურა ათასი პესოა (დაახლოებით 12 დოლარი). ბოლო ორი წელია, ქვეყანაში ადგილობრივი ვალუტის მნიშვნელოვანი დევალვაცია შეიმჩნევა, ამიტომაც, 10 ათასი პესოს ნომინალის ახალი კუპიურების გამოშვება მარადონას გამოსახულებით სავსებით გამართლებული ნაბიჯია.

 

უკვე შეთავაზებულია კუპიურის დიზაინი. ის არგენტინის დროშის ფერებშია გაფორმებული, ცენტრშია ახალგაზრდა მარადონას პორტრეტი, გვერდებზე გამოსახულია მსოფლიოს თასი და ფეხბურთელის სილუეტი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი