logo_geo
ლატვიაში კოვიდ 19-ის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 11 იანვრამდე გახანგრძლივდა
- +

2 დეკემბერი. 2020. 11:00

 

 

ლატვიაში კოვიდ-19-ის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 11 იანვრამდე გახანგრძლივდა, მის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები კი მკაცრდება.

 

კერძოდ, 3 დეკემბრიდან ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება დაიცვას 2+2 პრინციპი, ანუ ადამიანებმა ერთმანეთს შორის 2-მეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან, 2-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა კი იკრძალება. ასევე იკრძალება კერძო წვეულებებზე ერთზე მეტი ოჯახის წევრების შეკრება.

 

ამასთან, სავალდებულოა პირბადის გამოყენება დახურულ სივრცეში, სადაც ერთზე მეტ ადამიანს უწევს ყოფნა, საკუთარი სახლის გარდა.

 

7 დეკემბრიდან მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადადიან, 4 იანვრიდან კი ყველა მოსწავლე და მასწავლებელი ვალდებული იქნება, სკოლებში პირბადეები ატარონ.

 

შაბათ-კვირას და სადღესასწაულო დღეებში ღია იქნება მხოლოდ სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები.

 

ამასთან, 11 იანვრამდე ყველა მუზეუმი, გამოფენები და ბაზრობები (მათ შორის საშობაო ბაზრობები) დახურული იქნება.

 

ლატვიის პრემიერ -მინისტრის კრიშიანის კარინსის განცხადებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული მძიმე მდგომაროების გამო მთავრობა იძულებული გახდა, საგანგებო მდგომარეობა 11 იანვრამდე გაეხანგრძლივებინა.

 

ცნობისათვის, ლატვიაში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ-19-ის 17 687 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 210 ადამიანი.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი