logo_geo
„ნიუ იორკ თაიმსი“: აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
- +

3 დეკემბერი. 2020. 10:33

 

 

ამერიკული მედიის ცნობით, ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსით რეკორდული რაოდენობის პაციენტი გარდაიცვალა.

 

„ნიუ იორკ თაიმსი“ იუწყება, რომ ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ს 2 760 პაციენტი ემსხვერპლა. ეს 15 აპრილის დღიურ მაჩვენებელზე მეტია, რა დროსაც აშშ-ში კორონავირუსით 2 752 ადამიანი დაიღუპა.

 

გამოცემის ცნობით, ამჟამად აშშ-ის საავადმყოფოებში 100 ათასზე მეტი კოვიდ-ინფიცირებული მკურნალობს.

 

სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 13 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილია 273 ათასზე მეტი ადამიანი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი