logo_geo
ირანის ურანის 20 პროცენტამდე გამდიდრებას გეგმავს
- +

3 დეკემბერი. 2020. 11:21

 

 

ირანის ხელისუფლებამ ბირთვული საქმიანობის გააქტიურების შესახებ კანონი მიიღო.

 

პარლამენტის შესაბამისი დადგენილების რატიფიცირება საზედამხედველო საბჭომ უკვე განახორციელა. ახლა დოკუმენტი შესასრულებლად მთავრობას წარედგინება.

 

კანონის თანახმად, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციამ ამ კანონპროექტის დამტკიცებიდან ორი თვის შემდეგ ფორდოუს ბირთვულ უბანზე არანაკლებ 120 კგ 20%-იანი გამდიდრებული ურანის წარმოება უნდა დაიწყოს. ურანი ქვეყნის შიგნით იქნება შენახული.

 

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმების მიხედვით, ურანის გამდიდრების ზედა ზღვარი 3.67%-ია.

 

ამასთან, მთავრობა დაბლოკავს გაერო-ს ინსპექტორების აღნიშნულ ობიექტებზე წვდომას, თუკი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ორ თვეში არ შემსუბუქდება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი