logo_geo
ბარაკ ობამა, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუშ-უმცროსი მზად არიან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტელეკამერების წინ ჩაიტარონ
- +

3 დეკემბერი. 2020. 11:22

 

 

ბარაკ ობამა, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუშ უმცროსი მზად არიან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტელეკამერების წინ ჩაიტარონ. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცლებს.

 

როგორც ტელეკომპანია იუწყება, შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტებმა მოქალაქეების დასარწმუნებლად მიიღეს, რომ ვაქცინა უსაფრთხო და სასარგებლოა.

 

შეგახსენებთ, აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ავტორიზაციის პროცესი უკვე მიმდინარეობს და მოსახლობის აცრა სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლომდე დაიწყება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი