logo_geo
გაერო-მ მარიხუანა საშიში ნარკოტიკების სიიდან ამოიღო
- +

3 დეკემბერი. 2020. 11:25

 

 

გაერო-ს ნარკოტიკული საშუალებების კომისიამ ამოიღო სამედიცინო მარიხუანა ყველაზე საშიში ნარკოტიკების სიიდან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times ავრცელებს.

 

53 წევრი ქვეყნიდან გადაწყვეტილებას მხარი 27 ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა და ევროკავშირის წევრებმა დაუჭირეს, წინააღმდეგი კი 25 იყო, კიდევ ერთმა (უკრაინამ) კი თავი შეიკავა.

 

როგორც კომისიის განცხადებაშია ნათქვამი, საშიში ნარკოტიკების სიაში შედის ნივთიერებები, რომლებიც მკაცრ კონტროლს ექვემდებარება, მაგალითად ჰეროინი. კომისიამ გადაწყვეტილება 2019 წლის იანვრით დათარიღებული ჯანმო-ს რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო.

 

ამასთანავე, მარიხუანა დარჩა ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალში, შესაბამისად, მასზე გავრცელდება კონტროლის ყველა ზომა, რაც ნარკოტიკებზე ვრცელდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი