logo_geo
აშშ-ში 27 წლის ახალშობილი დაიბადა
- +

3 დეკემბერი. 2020. 12:09

 

 

2020 წელს დაიბადა მოლი გიბსონი, რომელიც დაბადებას 27 წელი ელოდა. საქმე ის არის, რომ გოგონას ემბრიონი საყინულეში 27 წელი ინახებოდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. წელს კი თინა და ბენ გიბსონებმა, რომელთაც ბავშვის ჩასახვა არ შეძლოთ, გადაწყვიტეს, რომ მისი მშობლები გამხდარიყვნენ. მოლის ემბრიონმა ახალი რეკორდი დაამყარა - ის 27 წელი ინახებოდა გაყინულ მდგომარეობაში, მანამდე ეს რეკორდი მის უფროს დას - ემის ეკუთვნოდა, რომლის გაყინული ემბრიონი 24 წელი ინახებოდა.

 

ემი და მოლი გენეტიკური დები არიან. მათი ემბრიონები სპეციალისტებმა 1992 წელს გაყინეს.

 

ახალგაზრდა წყვილმა თინა და ბენ გიბსონებმა გაყინული ემბრიონის შეძენა წლების წინ გადაწყვიტეს, მას შემდეგ, რაც გაარკვიეს, რომ საკუთარი ბიოლოგიური შვილის ყოლას ვერ შეძლებდნენ. მათ 3 წლის წინ ემის, წელს კი მოლის გაყინული ემბრიონი შეიძინეს და დღეს ორი შვილის მშობლები არიან.

 

კაცობრიობის ისტორიაში პირველი ახალშობილი გაყინული ემბრიონიდან 1984 წელს გაჩნდა. სპეციალისტების თქმით, საყინულეში ემბრიონების შენახვა უვადოდ შეიძლება. შესაბამისად, მომავალში შეიძლება დაიბადოს ახალშობილი რომელიც უკვე 30, 50, ან 100 წლისაა.  

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი