logo_geo
თურქეთში მიწისძვრა მოხდა
- +

3 დეკემბერი. 2020. 14:54

 

 

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მიწისძვრა მოხდა. მისმა მაგნიტუდამ ეპიცენტრში 5 შეადგინა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.

 

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ამჟამად მაშველები ეპიცენტრთან ახლოს მდებარე შენობებს იკვლევენ. ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

 

ცნობისთვის, 30 ოქტომბერს თურქეთსა და საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში მდებარეობდა. ეპიცენტრში მაგნიტუდამ 6,6 შეადგინა. ქალაქ იზმირში რამდენიმე კორპუსი დაინგრა. მიწისძვრას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი