logo_geo
„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია 2021 წელს ჩვეულ ფორმატში ჩატარდება
- +

3 დეკემბერი. 2020. 17:04

 

 

„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია ტრადიციულ და არა ვირტუალურ ფორმატში ჩატარდება. ამის შესახებ „Variety“ ამერიკული კინოაკადემიის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

 

ღონისძიება ყოველწლიურად ლოს-ანჯელესში „Dolby Theatre“-ში, თებერვლის ბოლოს ტარდება. პანდემიის გამო 2021 წლის ცერემონია აპრილში გადაიტანეს. ცნობილია, რომ კინოაკადემიის წარმომადგენლებმა თეატრი ცოტა ხნის წინ მოინახულეს, რათა გაერკვიათ, რამდენი სტუმრის მოწვევას შეძლებენ ყველა წესის დაცვით.

 

პრემიის ნომინანტების სია ამ ეტაპზე უცნობია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი