logo_geo
იაპონიამ ოლიმპიადაზე უცხოელი მაყურებლები, შესაძლოა, ვაქცინაციისა და კარანტინის დაცვის გარეშე დაუშვას
- +

3 დეკემბერი. 2020. 17:29

 

 

იაპონიის მთავრობამ ვაქცინაციისა და სავალდებულო კარანტინის წესების დაცვის გარეშე ოლიმპიადაზე შესაძლოა უცხოელი მაყურებლები დაუშვას.

 

ოლიმპიური თამაშების სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრზე, უცხოელებზე უკვე მილიონამდე ბილეთია გაყიდული, მაგრამ გარკვეული დათმობების პარალელურად, მთავრობა აპირებს მკაცრად გააკონტროლოს დადგენილი წესები.

 

ტოკიოს ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან, 8 აგვისტომდე ჩატარდება, სადაც სხვადასხვა ქვეყნის 11 ათასამდე სპორტსმენი გამოვა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი