logo_geo
რუსეთში პოლიციის უფროსი ქრთამის სახით ხინკლის აღების გამო გაასამართლეს
- +

4 დეკემბერი. 2020. 00:46

 

 

ნოვოსიბირსკში, პოლიციის უფროსი იმის გამო გაასამართლეს, რომ ქრთამის სახით ქართულ ნაციონალურ კერძს, ხინკალს მიირთმევდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

ალექსანდრ გრაშჩენკოვს ბრალად ედება ადგილობრივი მეწარმეების კრიმინაული მფარველობა, რის სანაცვლოდაც უფასო საკვებს იღებდა.

 

2015-2018 წლებში გრაშჩენკომ 700 $-ის ღირებულების საჭმლის სანაცვლოდ მეწარმეებს იჯარის გადასახადის დარღვევა აპატია.

 

პოლიციის ოფიცერი ყოველთვის ხინკალსა და კიტრის სალათს ირჩევდა.

 

მას ნოვოსიბირკის სასამართლომ 3 წლით აუკრძალა თანამდებობის დაკავება, ხოლო 4 წლით განესაზღვრა გამოსაცდელი ვადა.

 

გრასჩენკოვი დანაშაულს აღიარებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი