logo_geo
აფეთქება დიდ ბრიტანეთში - არის მსხვერპლი
- +

4 დეკემბერი. 2020. 12:05

 

 

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბრისტოლის წყლის ფილტრაციის ნაგებობაში მომხდარ აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა და ერთი დაშავდა. აფეთქება კომპანია Wessex Water-ის კუთვნილ შენობაში მოხდა. ამის შესახებ euronews.com იუწყება.

 

პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება მყარი ბიოლოგიური ნივთიერებების საცავში მოხდა. აფეთქებას ტერაქტთან კავშირი არ ჰქონია.

 

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და საგანგებო სამსახურებს ოპერატიული რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

ამჟამად მომხდარის გამოძიება მიმდინარეობს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი