logo_geo
იტალიაში მამაკაცმა მეუღლესთან ჩხუბის შემდეგ 450 კილომეტრი ფეხით გაიარა
- +

4 დეკემბერი. 2020. 13:04

 

 

კომოს მკვიდრმა, 48 წლის იტალიელმა მამაკაცმა მეუღლესთან ჩხუბის შემდეგ ჰაერზე გასვლა გადაწყვიტა და 450 კილომეტრი ფეხით გაიარა. ამის შესახებ გაზეთი „Il Resto del Carlino“ წერს.

 

ღამის 2 საათზე ის პოლიციამ ქალაქ ფანოში (პეზარო-ე-ურბინოს პროვინცია) გააჩერა. გაყინულმა და დაღლილმა მამაკაცმა მათ განუმარტა, რომ ოჯახური კონფლიქტის გამო ქუჩაში გამოვიდა.

 

ცნობილია, რომ მამაკაცი სან-ჯოვანი-როტონდოსკენ მიემართებოდა, სადაც წმინდა პადრე პიოს საფლავი მდებარეობს. მედიის ცნობით, დღეში ის დაახლოებით 60 კილომეტრს გადიოდა. მას გზადაგზა ხალხი საჭმელ-სასმელს აძლევდა.

 

მამაკაცის მეუღლემ პოლიციას ქმრის გაუჩინარების შესახებ შეატყობინა. როდესაც ქმარი იპოვეს, ქალი ქალაქ ფანოში ჩავიდა, კომენდატის საათის დარღვევისთვის ჯარიმა 400 ევრო გადაიხადა და ქმარი სახლში წაიყვანა.

 

სოციალურ ქსელში მამაკაცი ფილმ „ფორესტ გამპის“ გმირს შეადარეს.

big_banner
არქივი