ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 15 131 ადამიანს დაუდასტურდა, 235 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 787 891 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 13 195 პაციენტი ემსხვერპლა, 397 809 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.